​იძულებულს ხდიან, თვითონ მოიძიოს მედიკამენტები - ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"არ მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა[...]ის არ ღებულობს იმ სათანადო მკურნალობას, რაც  მისთვის არის აუცილებელი" -  ასე ეხმაურება, მარიამ ჯიშკარიანი , საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს თავად უწევს მოიძიოს გარკვეული სამკურნალო მედიკამენტები, რაც მისთვის რეკომენდებული არ არის. 

ჯიშკარიანი მოუწოდებს, პენიტენციურ სამსახურს, რომ  მიხეილ სააკაშვილს მისცენ ადეკვატური მკურნალობის უფლება.

"რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არ მიმდინარეობს ადეკვატური მკურნალობა. ის არ ღებულობს იმ სათანადო მკურნალობას, რაც  მისთვის არის აუცილებელი და შესაბამისად კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პენიტენციურ სამსახურს, რომ შეწყვიტოს ეს ვანდალიზმი და მისცეს ადამიანს უფლება, მოიწვიოს თავისი მკურნალი ექიმები და მიიღოს ადეკვატური მკურნალობა. ​იძულებულს ხდიან პაციენტს, თვითონ მოიძიოს გარკვეული სამკურნალო მედიკამენტები, რაც მისთვის რეკომენდებული არ არის" - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი

იხილეთ ასევე :

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი