
"ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც განხილვის საშუალებას არ იძლეოდა" - ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
დიპლომატმა კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი და გაიხსნა ისიც, რომ ამ უწყების განვითარებისთვის წლების განმავლობაში ევროკავშირმა არაერთი ინვესტიცია განახორციელა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.
სალომე ზურაბიშვილმა 13 იანვარს კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ.