ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარბაქაძე თელავის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. 

სხდომა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა. 

დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროცესზე ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, მაგრამ სიტყვის თქმის უფლებით არ უსარგებლია.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 10 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, სასტიკი მკვლელობა ლაგოდეხში 15 იანვარს მოხდა. გამოძიების მტკიცებით, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, გიორგი ბარბაქაძემ ყოფილი მეუღლე ჯერ გაგუდა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი