მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით ვერსიები არსებობს - ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ამ ორი გარეწრის თავში ეს ვერ მოიხარშებოდა, ჩვენთვის ყველაზე მთავარია, დადგინდეს უშუალოდ ვინ წააქეზა და დაუკვეთა ეს უმძიმესი დანაშაული ამ ორ ადამიანს - განუცხადა ჟურნალისტებს მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა.

​თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მკვლელობის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.

მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც - გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე. ისინი წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.

ადვოკატის განცხადებით, მკვლელობის მოტივთან დაკავშირებით გარკვეული ვერსიები არსებობს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ისაუბრებს.

"დიდი იმედი გვაქვს, არსებითი განხილვის მიღმა, გამოძიების ფარგლებში დადგინდებიან ის ადამიანები, რომლებმაც ეს დანაშაული ამ ორ ადამიანს დაუკვეთეს. ძალიან რთულია ამ ეტაპზე რამის თქმა, არ გვინდა გამოძიებას ხელი შევუშალოთ. არსებობს გარკვეული ვერსიები - შურისძიების, დაკვეთის, თუმცა, ამ ეტაპზე რამის თქმა გამიჭირდება. იმედი მაქვს, ამ ვერსიებზე გამოძიება მუშაობს და საბოლოო ჯამში სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა მეხრიშვილმა.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, გასული წლის 15 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი შსს-მ 7 ოქტომბერს დააკავა.

იხილეთ ასევე:

"მართლა მაქვს კითხვა - რატომ? გამცენ პასუხი ბრალდებულებმა" - პროკურორის სიტყვა სასამართლოზე
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი