ადვოკატები ლექსო რაფავას გათავისუფლებას 100 ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსის, ლექსო რაფავას პროცესი მიმდინარეობს. 

სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ყოფილი პოლიციელიც. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხსა და გირაოს სახით 100 000 ლარიან შუამდგომლობას დააყენებენ.

წინა პროცესზე ლექსო რაფავამ თქვა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, რადგან მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პროკურორის აცილებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. პროცესზე ასევე ხობის პოლიციის ყოფილმა უფროსმა თქვა, რომ მას იარაღი ჩაუდეს, ვინაიდან ის მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერია.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია ოქტომბერში, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო.  ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ, გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვნის, რუსლან შამახიას სახლი სენაკში, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს. 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი