"მინდა მოგმართოთ და მადლობა გითხრათ... მე დღეს ამაყი ვარ!" | ლექსო რაფავას წერილი მიხეილ სააკაშვილს

გამოქვეყნდა:

თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა, რომელიც "ოცნების" ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტს წერილს წერს.

ლექსო რაფავას წერილს უცვლელად გთავაზობთ:

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ბატონო პრეზიდენტო!

როგორც ერთ-ერთმა რიგითმა ქართველმა მინდა მოგმართოთ და მადლობა გითხრათ იმ ჯვარცმისა და გოლგოთის გზის გავლის შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოგიწყოთ და 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იმ დროს, როცა პირველად წარდექით ქართული მართლმსაჯულების წინაშე და მთელი მსოფლიო გისმენდათ, ახსენეთ ჩემი სახელი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა.

მიუხედავად იმ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და ფალსიფიცირებული მტკიცებულებების გზით ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო განზრახ უკანონო დაკავებისა და დაპატიმრებისა, ამაყი ვარ დღეს.

ბატონო პრეზიდენტო! მხოლოდ იმის გამო, რომ ვემსახურებოდი თქვენს მიერ შექმნილ ძლიერ და თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს კეთილსინდისიერად და კანონიერად ვიცავდი სახელმწიფოს კანონიერ ინტერესებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად დავრჩი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ანუ თქვენი ერთგული და მხრდამჭერი, რადგან მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრივი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქართული სახელმწიფო საფრთხეშია, ქვეყნის სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას განმტკიცების ნაცვლად დასუსტება და დაკარგვა ემუქრება. ერთადერთი ვინც გადაარჩენს და განამტკიცებს ქართულ სახელმწიფოებრიობას და მის დამოუკიდებლობას, თქვენ ბრძანდებით.

ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს მომავლისთვის, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის ბრძოლაში საქართველოს და თქვენს გვერდით ვართ. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, თქვენ და სრულიად საქართველოს.

პატივისცემით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქუთაისის N2 დაწესებულების პატიმარი, თადარიგის მაიორი ლექსო რაფავა, - ნათქვამია წერილში. 

ცნობისთვის, სამეგრელოში ხელისუფლებამ ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს ღამით დაიწყო. ხობში ძალოვანების ჩასვლის შემდეგ დააკავეს ლექსო რაფავა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. იმავე დღეს, თბილისში კიდევ ერთი ყოფილი ძალოვანი, კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი დათიაშვილი დააკავეს

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი