რუსეთი უკრაინაში საელჩოს ცლის და თანამშრომლები გაჰყავს - NYT

გამოქვეყნდა:

რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა  NYT უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 5 იანვარს საელჩოს 18 თანამშრომელი, ოჯახის წევრებთან ერთად, მოსკოვში ავტობუსით გადაიყვანეს. მომდევნო დღეებში კი კიევსა და ლვოვში მყოფმა საელჩოს კიდევ 30-მა თანამშრომელმა  დატოვა ქვეყანა. ამას გარდა, დიპლომატებს კიდევ ორ საკონსულოში უთხრეს, რომ უკრაინის დასატოვებლად უნდა მოემზადონ.

უკრაინელი და ამერიკელი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ საელჩოს დაცლა შესაძლოა, რუსეთის პროპაგანდის ნაწილი იყოს ან მოსალოდნელი შეჭრისთვის მზადება.

ცნობისთვის, გასულ კვირას თეთრმა სახლმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდა. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი