ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების საქმის ისტორია სულ უფრო რეზონანსული ხდება, მაგრამ არა უსაფრთხოების სამსახურისთვის.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რამზან კადიროვის მიერ დაქირავებული ქილერების და მათი რუსეთში დაუბრკოლებლად გაშვების შესახებ დღეს ფაქტობრივად ყველა ეხმაურება თავად სპეცსამსახურისა და ხელისუფლების გარდა.
აშშ-ს ელჩიც კი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ინფორმაციას, რომ განცხადებასაც კი აკეთებს, მაგრამ ქართული ოცნება დუმს.
სუს-ის გარდა არც პარლამენტის თავმჯდომარე რეაგირებს, რომელსაც "მთავარი არხის" დირექტორმა შეხვედრა სთხოვა.
რა საფუძველი აქვს ხელისუფლების ასეთ პოზიციას გაურკვეველია, მით უმეტეს, რომ დასტურდება - ინფორმაციაში დასახელებული პირები რეალურად არსებობენ, თუმცა უარყოფენ რაიმე კავშირს შეკვეთილ მკვლელობასთან.
იხილეთ ასევე: