კელი დეგნანს მოსახლეობა ტრანსპარანტებით შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს გორში ტრანსპარანტებით დახვდნენ - სოფელ რუისის მცხოვრებლებს ამ ფორმით სურდათ კელი დეგნანისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. 

ამერიკელი დიპლომატი დღეს დილიდან გორში შეხვედრებს მართავს. იგი ჯერ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი წითელი ჯვრის გორის ორგანიზაციას ეწვია.

დეგნანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოახლოებული არჩევნების შესახებ და საოკუპაციო ხაზთან არსებულ მძიმე ვითარებაზე ესაუბრა. 

ეს ჩემი პირველი ვიზიტია გორში და დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფები. მქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები, სადაც განვიხილეთ ის სამწუხარო რეალობა, რაც ე.წ. გამყოფ ხაზზეა შექმნილი, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. 

დეგნანს ტრანსპარანტებით სოფელ რუისის მცხოვრებლები დახვდნენ. ისინი ამბობენ, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება პრორუსულია და ამას მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ცხადყოფს. საუბარია, სოფელ რუისის ტერიტორიის ნაწილი რუსული კომპანიისთვის გადაცემის შესახებ.  

ამერიკის შეერთებული ელჩი ადგილობრივ მოსახლეობას პირადად არ შეხვედრია. იგი ამ წუთებში USAID-ის დაფინანსებულ პროექტებს ათვალიერებს და გორის ციხის მონახულებას გეგმავს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი