"რუსეთი უკრაინას თავს ნებისმიერ დროს შეიძლება დაესხას" | თეთრი სახლის სპიკერი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის სპიკერის თქმით, რუსეთი უკრაინას თავს ნებისმიერ დროს შეიძლება დაესხას. საკითხზე ჯენ ფსაკიმ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სიტუაცია "უკიდურესად სახიფათოა".

"ჩვენ ახლა ისეთ ეტაპზე ვართ, როცა რუსეთმა შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმა ნებისმიერ დროს განახორციელოს",-თქვა მან.

ფსაკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს ორი გზა აქვს და აშშ იმედოვნებს, რომ ის დიპლომატიურ გზას აირჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, შედეგები "მძიმე" იქნება.

"რუსეთის გადასაწყვეტია, რომელ გზას აირჩევს. შედეგები იქნება მძიმე თუ ისინი დიპლომატიურ გზას არ დაადგებიან",-თქვა ფსაკიმ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, 18-22 იანვარს კიევსა და ბერლინში გაემგზავრება და ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან განიხილავს საფრთხეს, რომელსაც რუსეთი უკრაინას უქმნის.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაკისრების საკითხსაც განიხილავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი