კეთილი ინებონ და განსაზღვრონ, ამ კაცმა ან თავის საქმე აკეთოს და სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩაერიოს – ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.
ირაკლი სესიაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოში უკრაინის ელჩის უწყებაში დაბარებას ამართლებს, სადაც სააკაშვილის განცხადებაზე უნდა იმსჯელონ.
აქ არის ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა, რომელსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას და პატივს ვცემთ. ამიტომ, კეთილი ინებონ და განსაზღვრონ, ამ კაცმა ან თავის საქმე აკეთოს და სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩაერიოს. ის არ აზიანებს ჩვენს ურთიერთობას, როცა უკრაინის ერთ-ერთი რიგითი ჩინოვნიკი აკეთებს განცხადებებს და ერევა ჩემი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საკითხებში? ამიტომ, აქ სწორედ ინიციატორი ამ ჩარევისა და ამ პრინციპის დარღვევის მოდის სწორედ ამ ბატონზე, – ამბობს სესიაშვილი.
საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩი მას შემდეგ დაიბარეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა.