"მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება" - მეუფე ნიკოლოზი მის ინიციატივაზე

გამოქვეყნდა:

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის შიდა პატიმრობაში გადაყვანაზე მის ინიციატივასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ თუ წინადადებით სახელმწიფო დაინტერესდება, მზად არის, შუამავლის როლი შეასრულოს.

ჟურნალისტებმა მეუფე ნიკოლოზს მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მესამე პრეზიდენტი "სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება".

"თუ სახელმწიფოს ეს ინიციატივა მოეწონება, ჩამობრძანდებიან ალბათ, ადგილსაც შეარჩევენ, მე ვიქნები შუამავალი სახელმწიფოსა და მეორე მხარეს შორის.

მე მასთან [მიხეილ სააკაშვილთან] მისაუბრია და მისი აზრი ვიცი, რომ ის სავარაუდოდ, წინააღმდეგი არ იქნება.

მე მგონია, რომ ეს უნდა შედიოდეს სახელმწიფო ინტერესში, მოლოდინი რომ არ მქონდეს, მე ამას არ ვიტყოდი, მგონია, ქვეყნისთვის ასე უკეთესი იქნება", - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, გუშინ, 18 იანვარს მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ მზად არის, ეპარქიაში ადგილი გამოყოს, იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილი შიდაპატიმრობაში გადაიყვანონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი