ივანიშვილია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და სტაბილურობის გარანტი – წულუკიანი

გამოქვეყნდა:

„ნაციონალური მოძრაობა“, სააკაშვილები, რომელი ქვეყნის პოლიტიკოსებადაც არ უნდა მოგვევლინონ, ქვეყნის შიგნით რესურსი, მათ პრაქტიკულად, ამოწურეს – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

მინისტრი 13 კონგრესმენის ანგარიშს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი საქართველოში კრემლის ინტერესების გამტარებელია. 

წულუკიანი ირწმუნება, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გარანტი სწორედ ბიძინა ივანიშვილია. მინისტრი ისევ ოპოზიციას აკრიტიკებს.

ისინი არიან განწირული მარცხისთვის. ამიტომ, ვიღაც ლობისტების მეშვეობით ცდილობენ დაუბრუნდნენ 2012 წლის ივლისის რიტორიკას. ბიძინა ივანიშვილი არის ჯერჯერობით ამ ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ოპოზიციისთვის და მისი ლობისტებისთვის ვინმე ჟორიკა არის სტაბილიზატორი, მე მომეცით უფლება, რომ ეს არ გავიზიარო, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ივანიშვილისა და რუსეთის კავშირებთან დაკავშირებით აშშ-ის გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი