ნიკა გვარამია სუს-ში, გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამია სუს-ში მივიდა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ლილუაშვილის უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფება. ის უწყებამ გუშინ დაიბარა.

საუბარია კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე, რაზეც ინფორმაცია ელისო კილაძემ გაავრცელა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სუს-ში გუშინ გამოიკითხა კიდევ ერთი დასახელებული ფიგურანტი ასლან ჩელდიევი. სწორედ ამის შემდეგ დაიბარა სუს-მა გამოკითხვაზე ნიკა გვარამია, რომელმაც იქ შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი