კონგრესმენების ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ ივანიშვილი კრემლის დავალებების შემსრულებელია, „ქართულ ოცნებაში“ ლობისტების გავლენებს უკავშირებენ.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიცია ლობისტების დახმარებით ცდილობს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებას.
კობახიძისთვის 13 კონგრესმენის მიერ წარდგენილი ანგარიში დაბალი რანგის დოკუმენტია.
ასეთი ფრაზები, თუნდაც, ასეთი დაბალი რანგის დოკუმენტებში, არის იმ ფულის დამსახურება, რომელიც მათ ჯერ მოიპოვეს ხალხის, კორუფციის ხარჯზე, შემდეგ გადაუხადეს კონკრეტულ ლობისტებს. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, – ამბობს კობახიძე.
ამერიკელი კონგრესმენები კიდევ ერთხელ ღიად ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში კრემლის დავალებებს ასრულებს და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული. ამის შესახებ აშშ-ს გაძლიერებისა და გლობალურ საფრთხესთან ბრძოლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც ხელს 13 გავლენიანი რესპუბლიკელი კონგრესმენი აწერს.