"რუსეთს შეუძლია, რომ უკრაინას ძალიან მოკლე დროში დაარტყას" - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

რუსეთს შეუძლია, რომ უკრაინას ძალიან მოკლე დროში დაარტყას - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში ჩასვლის შემდეგ საუბრობს. ენტონი ბლინკენი აშშ-ის საელჩოში დიპლომატებს შეხვდა, მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. 

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ბლინკენი ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ათიათასობით ჯარისკაცის მობილიზება უმიზეზოდ მიმდინარეობს და კრემლი ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდასაც გეგმავს.

ვიცით, რომ არსებობს გეგმები ამ ძალის კიდევ უფრო გაზრდის შესახებ ძალიან მოკლე დროში და ეს პრეზიდენტ პუტინს აძლევს შესაძლებლობას, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ქმედება ასევე ძალიან მოკლე დროში განახორციელოს, - ამბობს ბლინკენი.

უკრაინიდან ენტონი ბლინკენი გერმანიის დედაქალაქში გაემგზავრება, პარასკევს ჟენევაში მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. შეხვედრების განხილვის თემა უკრაინის საზღვართან არსებული ვითარებაა. ქვეყანა რუსეთის მხრიდან ღია სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშეა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი