მავთულხლართები სასაფლაოზე | ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს იკავებენ

გამოქვეყნდა:

რუსი ჯარისკაცები, სოფელ კირვალში კიდევ ერთხელ გამოჩდნენ. ამჯერად ფორმიანები ძველი საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 100 მეტრით შემოიჭრნენ და მთის ფერდობზე თეთრი ნიშნულები დატოვეს. 

ოკუპანტების გადმოსვლის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე არ  გამოჩენილან. სოფელში მხოლოდ ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები ჩავიდნენ, რომლებიც ოკუპანტების მოქმედებებს რეგულარულად აკვირდებიან.

​მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის ახალი ნიშნულები ზუსტად ემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სადელიმიტაციო კომისიის ახალ გეგმას, რომლის მიხედვითაც საქართველო დამატებით 200 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას დაკარგავს, მათ შორის კირვალშიც.

იხილეთ ასევე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი