უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლება და ე.წ. ბორდერიზაციის შეწყვეტა | ერგნეთში შეხვედრა დაიწყო

გამოქვეყნდა:

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია, ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე მცოცავი ოკუპაციის დასრულებისა და უკანონო ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს დააყენებს.

საუბარია უკანონო პატიმრობაში მყოფ 6 მოქალაქეზე. მათ შორისაა ყოფილი სამხედრო, მამუკა ჩხიკვაძე, რომელიც გავრცელებული ცნობებით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია.

"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით და მთავარი აქცენტი ასევე გაკეთდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც სამწუხაროდ, კვლავ აქტიურ ფაზაშია შესული. რა ტქმა უნდა, საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე ნეგატიურ და დესტრუქციულ პროცესებს. ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას", - თქვა სუს-ის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება სულ უფრო იძაბება. ოკუპანტები პოზიციების გამყარებას განაგრძობენ და დამატებით ტერიტორიების მიტაცებას გეგმავენ. ახლა მოვლენების ეპიცენტრია კირბალი, სადაც ე.წ. საზღვრის მიღმა სასაფლაო და სალოცავები ექცევა. პარალელურად, ტყვეობაში რჩება საქართველოს 6 მოქალაქე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი