ხარჩილავა: საკრებულოს ფორმირება დაწყებულია. ვულოცავ ბ-ნ კორნელის

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას ქალაქის მერი, გია ხარჩილავა ფეისბუქით ეხმაურება და კორნელი სალიას წარმატებას უსურვებს:

წალენჯიხის მოსახლეობას!

საკრებულოს ფორმირება დაწყებულია. ვულოცავ ბ-ნ კორნელი სალიას მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვან, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევას და ვუსურვებ მას და მთლიანად, მუნიციპალიტეტს, შედეგიან, დასამახსოვრებელ, წარმატებულ მოღვაწეობას." წერს ხარჩილავა.

შეგახსენებთ, წალენჯიხის საკრებულოს გახარიას პარტიის წევრი უხელმძღვანელებს. მას მხარი 14-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაუჭირა.

წალენჯიხა ერთადერთი ქალაქია, სადაც ოპოზიციური თვითმმართველობაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი