
კობახიძის აზრით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელის მოხდა ყველაზე მეტად მონასტერში გაუჭირდება, "იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი".
ამით ის მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას გამოეხმაურა:
"სადაც იხდიან სხვა პატიმრები სასჯელს, იქ უნდა მოიხადოს სააკაშვილმა სასჯელი და თუ სადმე გაუჭირდება მას ყოფნა ფსიქოლოგიურად, ეს არის მონასტერი, იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი თან მოუნანიებელი. სინამდვილეში გამოდის, რომ სააკაშვილი არის პრივილეგირებული პატიმარი, იმიტომ რომ ითხოვს მუდმივად რაღაცებს, რაც მას არ ეკუთვნის და ა.შ.“, - ამბობს კობახიძე.
"მზად ვარ, ეპარქიაში ადგილი გამოვყო და მიხეილ სააკაშვილი შიდა პატიმრობაში გადაიყვანონ" - ამ ინიციატივით გამოვიდა ორი დღის წინ, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი.