
უკვე ერთი საათია, უკრაინის ელჩი საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება. უკრაინის ელჩმა შენობაში შესვლამდე, მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
იგორ დოლგოვი დღეს საგარეო უწყებამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ არ აპირებს მშვიდად უყურებს საქართველოს განადგურებას და ემზადება გამარჯვებისთვის.
როგორც დავით ზალკალიანი აღნიშნავს, სააკაშვილის განცხადება, საქართველოს შიდა პოლიტიკაში, უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევაა.