"რაც მისწავლია და მიშრომია… ორმა იურისტმა ყველაფერი ერთ წუთში გადამიწყვიტა!" - ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ 1 ადამიანი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიების მსხვერპლი ამჯერად ირმა მანაგაძე გახდა.

ის სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპეტენეციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, ზოგადი გასაუბრების საფუძველზე "დაადგინა", რომ მუზეუმის თანამშრომლობას "არ იმსახურებდა".

"რაც მისწავლია და მიშრომია… ყველაფერი ორმა იურისტმა ერთ წუთში გადამიწყვიტა! კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, რომელთანაც 5 წუთიანი ზოგადი გასაუბრება მქონდა, დაადგინა რომ შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლობას არ ვიმსახურებ! იმდენი უფროსი, დირექტორი, მინისტრი და მინისტრების მინისტრი გამომიცვლია, იმდენ პეტიციაზე მომიწერია ხელი რო ვერც მოვთვლი. არასდროს ჩემს პირად დამოკიდებულებას და ზოგად შეხედულებებს ჩემთვის ხელი არ შეუშლია პატიოსნად მეშრომა. არასდროს არცერთი დირექტორის "გუნდში" არ ვყოფილვარ. მომხსნეს. ძალიან ცუდი და ძნელი ყოფილა. წარმატებები ჩემს მუზეუმში დარჩენილ მეგობრებს", - წერს ირმა მანაგაძე.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი