ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა დაადასტურეს "მთავარი არხის" ინფორმაცია და თქვეს, რომ რუსულ მხარესთან დღეს ისინი გამართავენ მოლაპარაკებებს. ერგნეთში შეხვედრა სავარაუდოდ წუთი წუთზე უნდა დაიწყოს. ნეიტრალურ ზონაში უკვე გაშლილია კარავი, რომლის გადაღების საშუალებასაც პოლიცია "მთავარ არხს" არ აძლევდა.
ერგნეთში, 7 საათიანი მოლაპარაკებები გუშინ უშედეგოდ დასრულდა. მთავარი თემა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლებაა. მათ შორის მამუკა ჩხიკვაძის, რომელიც ყოფილი სამხედროა და ამ მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული ჩხიკვაძის თანამებრძოლებისა და ახლობლების გადაწყვეტილება - დაიწყებენ თუ არა საპროტესტო აქციებს.
ისინი საქართველოს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ უკვე რამდენიმე თვეა მოუწოდებენ.