გასაიდუმლოებული შეხვედრა ერგნეთში - სიმონიშვილის ინფორმაციით, საუბრის თემა სამი გაუჩინარებული ადამიანის საკითხი იყო

გამოქვეყნდა:

მკაცრად გასაიდუმლოებული შეხვედრა ერგნეთში - მოლაპარაკებებს ეუთოსა და რუსული მხარის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილიც ესწრებოდა.

მან შეხვედრის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ საუბრის მთავარი თემა ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, სამი გაუჩინარებული ადამიანის საკითხი იყო.

"შინაარსზე ვერ ვისაუბრე. ეს იყო შეხვედრა ჰუმანიტარული მიზნით სამ დაკარგულ ადამიანთან დაკავშირებით, მეტის თქმა არ შემიძლია. შეხვედრა იყო კონფიდენციალური და ჰქონდა ერთადერთი ჰუმანიტარული მიზანი. მეტს ვერაფერს გეტყვით. არც, ვის შორის იყო შეხვედრა ვერ გეტყვით. უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით არ შემიძლია არაფრის თქმა, რადგან არ შევხვედრივარ იმ პირებს ვისთანაც ამ კითხვის დასმის საშუალება მექნებოდა"  განაცხადა სიმონიშვილმა.

ხუგაევი, ხაჩიროვი, პლიევი - ესენი არიან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ დაკარგულებად ითვლებიან. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი