
ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ერას მოედანზე ოპოზიციის ლიდერები, მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ შეკრებილი.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან უკრაინის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირება და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაგმობა მოითხოვეს.
"დღეს უკრაინაში რეალურად ხდება ის, რაც ხდებოდა საქართველოში 2008 წლის ზაფხულში. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ახლა დემოკრატიული სამყაროს სოლიდარობა უკრაინის მიმართ. კარგად გვახსოვს რა მასშტაბის სოლიდარობა გამოხატა უკრაინამ, მათი პრეზიდენტი სიცოცხლის რისკის ფასად იყო საქართველოში ომის დროს ჩამოსული. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის მხრიდან პირველ რიგში სოლიდარობა უკრაინის მიმართ, ვისურვებდი, გაიღვიძოს საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო დონეზე იყოს სრული მხარდაჭერა უკრაინისადმი", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი კირთაძემ.
ამავე თემაზე: