ანტიჰუმანურობას აპროტესტებდა ჟორიკ რურუა და ტონს მიწუნებდა 1930-იანებში დაბადებული იულონ გაგოშიძე - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროსთან გამართული აქცია იყო ერთი დიდი ანეკდოტი, რადგან ის გაიმართა თავისუფლების სახელით და ადამიანის უფლებებს, ანტიჰუმანურობას გუშინ კულტურის სამინისტროსთან აპროტესტებდა არავინ სხვა, თუ არა ჟორიკ რურუა, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი წულუკიანი მის სამინისტროსთან გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები სწორედ მის რეპრესიულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.

წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მეცნიერ იულონ გაგოშიძეს ასაკი და წარსული გაუხსენა:

"საბჭოთა სტილს და ტონს მიწუნებდა 1930-იან წლებში დაბადებული სააკაშვილის ყოფილი მინისტრი, მეცნიერი იულონ გაგოშიძე. ამბობდა, რომ აქ საბჭოეთიაო და ის იყო საბჭოთა კავშირში უკვე აღიარებული მეცნიერი 20 წლით ადრე, ვიდრე მე დავიბადებოდი." თქვა წულუკიანმა.

წულუკიანს არც იულონ გაგოშიძის ოჯახის წევრები დავიწყებია:

ბატონი იულონის ვაჟი, ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, არის აქტიურად მედიაში და მგონი, აქციაზეც ბრძანდებოდა – ეს გახლავთ გიორგი გაგოშიძე. ასევე, ბატონი იულონის მეუღლე კულტურის სამინისტროს სისტემაში მუშაობს; ასევე, იულონის კიდევ ერთ შვილი მუშაობს ჩვენ სისტემაში და დღესაც ხელფასს იღებს.

ასევე, ბატონი იულონის რძალი მუშაობს ჩვენს სისტემაში „ნაციონალების“ დროიდან და ხელფასს იღებს; ასევე, ჩვენს სისტემაში მუშაობდა ბატონი იულონის შვილიშვილი, სამი წელი არ დადიოდა სამსახურში და მას შტატს უნახავდნენ ხელოვნების მუზეუმში" ამბობს წულუკიანი.

მან სწორედ გიორგი გაგოშიძეს დააბრალა გელათის მძიმე მდგომარეობა:

„რაც შეეხება ყოფილ თანამშრომელს, ბატონ გიორგი გაგოშიძეს, საბჭოეთის მეცნიერის, ბატონი იულონის, სააკაშვილის მინისტრის შვილს, მის სახელთან არის დაკავშირებული გელათის მონასტერში მიმდინარე პროცესები. ბატონი გიორგი გაგოშიძე, აწ უკვე გათავისუფლებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან, გახლავთ ერთ-ერთი თანაავტორი იმ პროცესებისა – გელათის ფრესკების სავალალო ჩამოშლისა, რომლის შედეგებიც დღეს ჩვენ მიერ არის შეჩერებული." ამბობს წულუკიანი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი