
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებების განხილვის მიზნით ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მძიმე შედეგებს გამოიწვევს.
უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. საზღვართან ასობით ათასი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. CNN-ის ცნობით, რუსეთმა ოპერატიულ ჯგუფს აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციის ჩატარება დაავალა, რომ ქვეყანაში შეჭრისთვის საბაბი შექმნას.