"ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას..." - ლაშა ბაქრაძის პასუხი და შეთავაზება წულუკიანს

გამოქვეყნდა:

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი მინისტრ წულუკიანის ბრალდებებს პასუხობს და ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნთან დაკავშირებით, განხილვის ღია ფორმატს სთავაზობს:

"როგორც ქალბატონმა თეა წულუკიანმა ბრძანა, ჩვენს მიერ გამოცემული წიგნი „ელენე ბაქრაძე (დარიანი) - მოგონებები, წერილები, დღიურები, ლექსები“ „სერიოზული განხილვის“ საგანი უნდა გახდეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება ეს განხილვა შედგეს ღიად და გამჭვირვალედ, საჯარო სივრცეში, დაინტერესებული მედიის დასწრებით - ლიტერატურის მუზეუმში ან მაგ. მწერალთა სახლში, მაგრამ თუ ეს მიუღებელია - სატელევიზიო ლაივ გადაცემაში, იქ სადაც ქალბატონი თეასთვის კომფორტული გარემო იქნება - პირველ არხზე ან თუნდაც იმედზე.

მე კოვიდ იზოლაცია დღეს დამიმთავრდა და ხვალ ვაპირებ სამინისტროში შეხვედრაზე მისვლას აუდიტთან, 12 საათზე, სადაც ხაზგასმით ცალკე, ჩემთვის შეუტყობინებლად, არის დაპატიჟებული ჩემი მოადგილე და წიგნის რედაქტორი ქალბატონი თეა თვალავაძე.

ყოველი შემთხვევისათვის, თან ვურთავ 11 იანვრის ლაბორატორიული კვლევის შედეგს კოვიდის „მომიზეზებასთან“ დაკავშირებით." წერს ბაქრაძე.

წულუკიანმა მორიგი ბრალდებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუშინ, საზოგადოებრივი მაუწბელის პირდაპირ ეთერში გაახმოვანა და დააანონსა, რომ "სერიოზულ განხილვას" შესაძლოა პასუხისმგებლობაც მოჰყვეს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი