ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში აქვს მოსახდელი დარიანის, კალანდაძისა და სხვა ავტორების წინაშე - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ლიტერატურის მუზეუმს ბოდიში არა სამინისტროს, არამედ ელენე დარიანის, ანა კალანდაძისა და სხვა ავტორების წინაშე აქვს მოსახდელი. მისი თქმით, დაშვებულ შეცდომებათან დაკავშირებით "სერიოზული განხილვა გაიმართება" , რომელსაც "შეიძლება მოჰყვეს პასუხისმგებლობა და შეიძლება, არ მოჰყვეს, პასუხისმგებლობა"

წულუკიანი ამბობს, რომ სამინისტრო ახალი წიგნის გამოსაცემად თანხის გამოყოფაზე უარი თქვა, რადგან კულტურის ხელშეწყობის პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის.

"ამ მუზეუმზე სანამ სამინისტრო რაიმე თანხას გავცემთ, ორჯერ დავფიქრდებით. ჩვენი შეცდომა ის არის, რომ არ ჩაგვიხედავს, როგორ ადგენდა გამომცემელი ამ წიგნს, თუმცა აქ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ თანხას როდესაც გავცემთ, არ ჩავიხედოთ, რას აკეთებს შემოქმედი ადამიანი, რომელიც ამ დარგის სპეციალისტად ითვლება და ეს ზედამხედველობა იმაზე შორს არ წავიდეს, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს.  

რას თქმა უნდა, როგორც დარიანის, მით უმეტეს, კალანდაძის, რობაქიძის და სხვა ავტორების წინაშე ლიტერატურის მუზეუმს აქვს ბოდიში მოსახდელი და არა სამინისტროს წინაშე, მაგრამ თავად სიპის უფროსთან საუბარი ვერ მოხერხდა, ვინაიდან მან გვითხრა, რომ არის ავად, მოიმიზეზა კოვიდი" თქვა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი