კანიბალური ინსტიქტით დაგვერია და ვეღარ ჩერდება, მინდა მივმართო მის მოძღვარს, უშველოს - ბურჭულაძე

გამოქვეყნდა:

რამენაირად ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ და მე მინდა მივმართო მის მოძღვარს, რომ უშველოს ამ ადამიანს ყველა თავისი საშუალებით - ამბობს  ხელოვნებათმოცდნე ნანა ბურჭულაძე თეა წულუკინსა და მის რეპრესიულ პოლიტიკაზე საუბრისას:

"როგორ ფიქრობს ის, მისი დღევანდელი საქციელი, გავეშებული როა დარეული, თუკი ვინმე ღირსეული ადამიანია საქართველოში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბატონ გაგოშიძეს, იულონის ოჯახს ვგულისხმობ, ქალბატონი ნინო ჩიხლაძე, ნინო ხუნდაძე, ესენი არიან უკეთილშობილესი უპატიოსნესი ადამიანები, რომლებსაც ეს ადამიანი რაღაც კანიბალური ინსტიქტით, ჩემი ჩათვლით, დაგვერია პირდაპირ და ვეღარ ჩერდება. რამენაირად ეს ქალი უნდა გადავარჩინოთ და მე მინდა მივმართო მის მოძღვარს, რომ უშველოს ამ ადამიანს ყველა თავისი საშუალებით, ნუ მოერიდება მის მინისტრობას, პირიქით, როგორც ადამიანი, ცოდვაში გარეული და რაც დრო გადის, თავის თავზე ამ ცოდვას იტეხავს და იმრავლებს" ამბობს ხელოვნებათმოცდნე ნანა ბურჭულაძე "მთავარ არხთან" საუბრისას.

იხილეთ ასევე:

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი