კულტურის სამინისტროში აუდიტის სამსახურთან თეა თვალავაძის შეხვედრა დასრულდა - ლაშა ბაქრაძე არ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

კულტურის სამინისტროში აუდიტის სამსახურის თანამშრომლებისა და თეა თვალავაძის შეხვედრა დასრულდა. უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს ელენე ბაქრაძე (დარიანის) წიგნის ავტორმა და უწყების წარმომადგენლებმა, თვალავაძეს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეხვედრაზე დასწრება სურდა ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელს, ლაშა ბაქრაძეს თუმცა ის შეხვედრაზე არ შეუშვეს.

გარდა ამისა, ლაშა ბაქრაძე კულტურის მინისტრთან, თეა წულუკიანთან შეხვედრას საჯაროდ ითხოვს. მისი თქმით, ის მზად არის მის მიმართ არსებულ შეკითხვებს უპასუხოს.

ცნობისთვის, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმმა გამოსცა ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნი, სადაც ხსენებული ავტორის კუთვნილებად ანა კალანდაძის ორი ლექსია გამოცხადებული. 

ამასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება ლიტერატურის მუზეუმს შეცდომაზე მიუთითებს და აცხადებს, რომ საკითხის "სერიოზულად განხილვას" გეგმავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი