
"ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია. არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი MRT-ს საშუალებით - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
"ჯანმრთლობის მდგომარეობა უცვლელია, მასთან არ შესულან ის ექიმები, რომლებსაც ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილი. არაფერი არ შეცვლილა ამ მხრივ MRT-ზე არ გაუყვანიათ. არ გაუთვალისწინებიათ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული კონსილიუმის რეკომენდაცია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გადაეღოთ თავის ტვინი MRT-ს საშუალებით, ეს არ მომხდარა. არაფერ არ შეცვლილა, მდგომარეობა არის ძველებურად და არავინ არ ცდილობს ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევას. ეს ვითარება თუ ასე დარჩება მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება ჯანმრთელობის მდგომაროება ეს იციან გადასარევად, მაგრამ რეალური ვითარება ასეთია, რომ არავინ აპირებს მისთვის დახმარების გაწევას". - თქვა ეკა ხერხეულიძემ რუსთავის მე-12 ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, შემაჯამებელი დასკვნა გასულ კვირას გამოაქვეყნა და რეკომენდაციები გასცა