ჩვენი მოთხოვნაა დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე - განაცხადა ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის დრეს გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოკადრებს გამოეხმაურა:
"მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რეაგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი." განაცხადა დეკანოიძემ.
მისივე თქმით, უნდა დადგეს იმ ხელმძღვანელი პრის პასუხისმგებლობის საკითხიც, რომლის განყოფილებასა და დანაყოფშიც შედის ვიდეოში გადაღებული პოლიციელი.
მეტროსადგურ ისანში ვიდეომასალა თვითმხილველებმა გადაიღეს, სადაც კარგად ჩანს. როგორ სცემს პოლიცია შშმ ახალგაზრდას, რომელსაც არც სმენა აქვს და ვერც ლაპარაკობს.