რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავში, მოქაჩა თმა, მიუხედავად მინიშნებისა აგრძელებდა გამეტებით ცემას - ინსპექტორის სამსახური პოლიციელზე

გამოქვეყნდა:

"პოლიციელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში, მოქაჩა თმა, მიუხედავად მინიშნებისა, რომ ის იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით ცემას" - აღნიშნავს სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილე გუშინ, მეტრო სადგურ "ისანში" პოლიციელის მიერ ნაცემ შშმ 17 ბიჭიზე.

ძალადობის ამსახველი ვიდეო მედიაში გუშინ გავრცელდა.

"ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებით დადგენილია შემდეგი, 2022 წლის 23 იანვრს, საღამოს საათებში, დაახლოებით, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე დროიოს მონაკვეთში, 17 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვანი ძმასთან და მეგობართან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ "ისანში".

მეტროს ესკალატორთან მყოფმა პატრულ ინსპექტორმა კ.ბ-მ არასრულწლოვანი ესკალატორით აიყვანა მეტროს ფოიეში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში. აღნიშნულ ოთახში მყოფმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვანის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. 

აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად", - აღნიშნა ინსპექოტორის სამსახურის მოადგილემ ბრიფინგზე. 

მისი თქმით, მეორე პოლიციელმა, რომელიც ფაქტს შეესწრო აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო ორგანოს არ შეატყობინა.

სახელმწიფო ინსპექტორი მოუწოდებს საზოგადოებას,  მათ შორის ჟურნალისტებს, ვინაიდან საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ დანაშაულს, საკითხის გაშუქებას და ამ ფაქტზე აზრის გამოთქმას, მოეკიდონ განსაკუთრებული სიფრთხილით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი