სანამ ფუტკარაძის საქმეზე კითხვებს პასუხი არ გაეცემა, "ოცნებას" არ აქვს უფლება ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს - ენმ

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, მირდატ ქამადაძე ნუგზარ ფუტკატრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ქამადაძის თქმით, ხელისუფლება ბათუმში, იმ ოლქში სადაც ფუტკარაძემ არჩევნები მოიგო, ხელახალი არჩევნებისთვის ჩასატარებლად ემზადება.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" მორალური უფლება არ აქვს, რომ ოლქში თავისი კანდიდატი დააყენოს და საარჩევნნო კამპანია აწარმოოს, სანამ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საზოგადოების კითხვებს არ უპასუხებს.

"როცა საზოგადოებაშია ამხელა კითხვები არსებობს, პრემიერმინისტრს ყოფნის ცინიზმი, რომ კრიზისი ამოიწურა და "ქართული ოცნება" ამ ოლქში უკვე არჩევნებისთვის ემზადება. უნდა ესმოდეს ყველას, რომ მანამ, სანამ ამ საქმეზე არ იქნება ყველა კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი გაცემული, ქართულ ოცნებას მორალური უფლება არ აქვს ამ ოლქში კანდიდატი დააყენოს, არათუ საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელსაც ის უკვე ეწევა.

ასევე უნდა იცოდეს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა, რომ სანამ საზოგადოებაში არსებობს ეს კითხვები, ის მანდატი, რომლისთვისაც იქ ბრძოლას აპირებს სისხლიანია და ამას საზოგადოება ყოველთვის შეახსენებს",- თქვა მირდატ ქამადაძე.

​ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" 24 ნოემბერს აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენმე დღით ადრე გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი