სისტემურ დანაშაულთან "ნაციონალური მოძრაობა" ასოცირდება - ტალიაშვილი შშმ მოზარდზე მოძალადე პოლიციელებზე

გამოქვეყნდა:

სისტემურ დანაშაულთან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან - ასე უპასუხა „ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ ტალიაშვილმა მეტროსადგურში, პოლიციელის მიერ არასრულწლოვანი შშმ მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირების დასმულ კითხვას.

„ნაციონალური მოძრაობის" და მასთან აფილირებული ორგანიზაციების მცდელობა, რომ როგორც ხავსჩაჭიდებულები ამა თუ იმ კონკრეტულ, კერძო შემთხვევას ჩაუსაფრდნენ და ეცადონ, კონკრეტული ინციდენტიდან პოლიტიკური მოთხოვნები დააყენონ, ცუდი და წარუმატებელი მცდელობაა - სისტემურ დანაშაულთან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ასოცირდებიან" - განაცხადა ტალიაშვილმა.

​ის ამტკიცებს, რომ ასეთ ფაქტებს სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესი რეაგირება ექნება.

შეგახსენებთ, შშმ მოზარდზე ძალადობის ვიდეო გუშინ გავრცელდა. მოძალადე პოლიციელები დღეს დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი