"ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს..." - "ოცნების" დეპუტატი წილოსანი

გამოქვეყნდა:

ჩვენ ძალიან ბევრი ღირსეული პოლიციელი გვყავს და არც ერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს უფლება, პოლიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს - "ქართული ოცნების" დეპუტატი ხატია წილოსანი მოძალადე პოლიციელებთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებას და ამტკიცებს, რომ  ქართული ოცნება "არ დაუშვებს, ქვეყანაში სისტემური დანაშაული ისევ სიმპტომატური გახდეს".

იგივეს აცხადებს ოცნების კიდევ ერთი დეპუტატი თამარ ტალიაშვილი და ამბობს, რომ ოპოზიციას სურს ხავსს ჩაეჭიდოს და სისტემურ დანაშაულზე ილაპარაკოს.

შეგახსენებთ, "ისნის" მეტროში მომხდარ ფაქტზე 2 პოლიციელია დაკავებული. ცნობილია მათი ვინაობაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი