მექსიკაში, ბოლო ერთ კვირაში, მესამე ჟურნალისტი მოკლეს

გამოქვეყნდა:

მექსიკაში, ქვეყნის ჩრდილოეთ სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში ჟურნალისტი ლორდეს მალდონადო ლოპეზი მოკლეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობის მესამე შემთხვევაა, მათგან ორი ჟურნალისტი ქალაქ ტიხუანაში მოკლეს.

ლოპეზი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ჟურნალისტი კორუფციისა და პოლიტიკურ თემებზე მუშაობდა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის თანახმად, ის ჟურნალისტური საქმიანობის გამო, თავდასხმების ობიექტი წარსულშიც იყო. 

2019 წლის მარტში ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ლოპესმა ქვეყნის პრეზიდენტს დახმარება და მხარდაჭერა სთხოვა, რადგან ის მუქარების გამო შეშინებული იყო. 

მკვლელობამდე ლოპესს სასამართლო დავა ჰქონდა მის ყოფილ უფროსთან ჯეიმი ბონილასთან, რომელიც ერთ-ერთი ადგილობრივი მედიასაშუალების მფლობელია. ლოპესი ამბობდა, რომ ის სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა დავა მკვლეობამდე რამდენიმე დღით ადრე მოიგო. 

ერთ-ერთ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში ბონილამ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლოპესი მრავალი წლის განმავლობაში არ უნახავს, მას ჟურნალისტთან "ყოველთვის კარგი ურთიერთობა" ჰქონდა. 

ბონილას თქმით, არ იცოდა, რატომ სთხოვა ლოპესმა პრეზიდენტს დაცვა და თქვა, რომ "მასთან უთანხმოება არ ჰქონია".

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი