სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ომბუდსმენი საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს და ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე - შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე.

"საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ სადავო ნორმატიული აქტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტურ გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებულია ყველა ის ნორმატიული აქტი, რომელიც აუქმებს სამსახურს, ათავისუფლებს სახელმწიფო ინსპექტორს (მის მოადგილეებს) და რომლებიც ინსპექტორის სამსახურის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელყოფენ",-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამაც მიმართა ანალოგიური მოთხოვნით.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 30 დეკემბერს დაამტკიცა, შემდეგ კი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კანონს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები და თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი, მას ვეტოს დადებისკენ მოუწოდებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი