"ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან" - დეგნანი

გამოქვეყნდა:

"...ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი  და ძლიერი თანამშრომლობის სფერო  ჩვენი სამხედრო თანამშრომლობაა. პირველი ოფიციალური ამერიკელი სტუმარი საქართველოში, ფაქტობრივად, უილიამ ტეკუმსე შერმანი იყო, რომელიც საქართველოს 1872 წელს ეწვია, როგორც ამერიკის არმიის მეთაური გენერალი. ათასობით ვიზიტორის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენი  ურთიერთობა უსაფრთხოების სფეროში გადაიზარდა მჭიდრო და გრძელვადიან მეგობრობაში. ჩვენი ჯარისკაცები ერთად სწავლობენ, ერთად იწვრთნებიან, ერთად მიუსხდებიან სუფრას და როდესაც საჭიროა, ერთად იბრძვიან. შეერთებული შტატები მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ძალისხმევას  სამხედრო ძალების მოდერნიზაციისა და გაძლიერების კუთხით. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, როდესაც  ვხედავთ საქართველოს თავდაცვის ძალების შთამბეჭდავ პროგრესს, ასევე სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის წარმატებებს. ჩვენ განვახორციელეთ 1,5 მილიარდ  დოლარზე მეტის ინვესტიცია საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად. ჩვენი მტკიცე ერთგულება  უსაფრთხოების სფეროს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართ მომდინარეობს ჩვენი საერთო ღირებულებებისა და გამოცდილებისგან, ვიდექით რა, საერთო მტრების წინააღმდეგ  ტერორიზმთან ბრძოლაში ერაყსა და ავღანეთში და, ვუჭერთ რა მხარს, დემოკრატიული  ღირებულებების განმტკიცებას...."

კელი დეგნანი აშშ-საქართველოს ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებით

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი