პოლიციელის ნაცემ შშმ მოზარდს დაზარალებულის სტატუსს დრეს ოფიციალურად მიანიჭებენ. ის მშობლებთან ერთად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გადაჰყავთ.
მოზარდს ფიზიკური დაზიანებები აქვს, მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.
თავად დაკავებული პოლიციელები კი დუმილის უფლებით სარგებლობენ, ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან. უცნობია მათი პოზიცია. კომენტარი არ გაუკეთებიათ არც ადვოკატებს.
შშმ პირის დედის ინფორმაციით, მისმა შვილმა მასზე მოძალადე პოლიციელები ამოიცნო. მშობლები მათ მკაცრად დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო მეტროსადგურ "ისანშია" გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა.
მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები 25 იანვარს დააკავეს.