მამუკა ჩხიკვაძის ტყვეობა - რუსეთი სტრასბურგს სამართალწარმოების შეწყვეტას სთხოვს და პასუხისმგებლობას იხსნის 

გამოქვეყნდა:

რუსეთი სტრასბურგის სასამართლოს მამუკა ჩხიკვაძის საქმეზე სამართალწარმოების შეწყვეტას სთხოვს, სამხედროს გატაცებაზე პასუხისმგებლობას იხსნის და ამტკიცებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა.

ევროპული სასამართლოს მოთხოვნას, მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გატაცებული სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რუსეთის ფედერაციამ 20 დღის შემდეგ უპასუხა.

ოფიციალური კრემლი ამტკიცებს, რომ მამუკა ჩხიკვაძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დააკავეს და მას ჯიბეში 4 გრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩნდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.  

საოკუპაციო რეჟიმის მოწოდებული ცნობების არ სჯერათ ჩხიკვაძის თანამებრძოლებსა და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, ისინი ამბობენ რომ საქმეში არსებული მარიხუანა ერთგვარი ბერკეტია, რომ ქართველმა სამხედრომ პატიმრობაში რაც შეიძლება მეტი ხანი დაჰყოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი