შეჯახება თელავში - დაშავებულები დეფორმირებული მანქანიდან მაშველებმა ამოიყვანეს

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაშავებულია ორი ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თბილისის გზატკეცილზე, ყვარლისა და გურჯაანის მიმართულების გამყოფ ხაზთან მოხდა.

ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი და სამარშრუტო ტიპის ავტომანქანები. სამარშრუტო ავტომანქანა გადაბრუნდა, მსუბუქი ავტომობილში მყოფი ორი ახალგაზრდა კი მძიმედ დაშავდა.

ავტომანქანიდან მათი გადმოყვანისთვის, სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

მაშველებმა ავტომანქანის კარი გაჭრეს და  ახალგაზრდები სასწრაფო- სამედიცინო დახმარების მანქანებში გადაიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი