დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა - სააგენტო

გამოქვეყნდა:

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობა მზად არის, შეხვდეს სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ყოფილ სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც სააგენტო ყოველკვირეულად მიაწვდიდა მათ დეტალურ ინფორმაციას განსახლების პროცესის შესახებ და თითოეული მათგანის შეკითხვებს უპასუხებდა. აღნიშნული შეთავაზება სააგენტოს მხრიდან ძალაშია და დევნილ ოჯახებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა" - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან დღეს აქცია გამართეს და მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. ამისთვის ისინი აზარაშვილს ვადას ხვალ, 15 საათამდე აძლევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი