"ქართლში" მცხოვრებმა დევნილებმა ჯანდაცვის მინისტრს ვადა ხვალ, 15 საათამდე მისცეს

გამოქვეყნდა:

სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები ჯანდაცვის სამინისტროს ვადას 15:00 საათამდე აძლევენ. მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამინისტროსგან მოთხოვნებზე პასუხს არ მიიღებენ, მინისტრის კაბინეტში შესვლას შეეცდებიან.

მათ აქციაზე მინისტრს მიმართეს, რომ შენობასთან პოლიცია აღარ დაახვედროს. 

შეხვედრის პირობები უცვლელია, დევნილები ითხოვენ, რომ სამინისტროში შეხვედრა იურისტისა და ომბუდსმენის წარმომადგენლის თანდასწრებით გაიმართოს.  ამ შეთავაზებაზე მათ უწყების წარმომადგენლისგან გუშინ უარი მიიღეს.

დევნილებმა სამინისტროსთან დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს, ისინი ალტერნატიული საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

ცნობისთვის, დევნილები რამდენიმე თვეა, საპროტესტო აქციებს მართავენ და ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. უმძიმესი სოციალური მდგომარეობისა და ხელისუფლების გულგრილობის გამო, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა ზურამ ქირიამ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დევნილები ფართების ქირით უზრუნველყოფის შესახებ შეთავაზებას არ ეთანხმებიან, ასევე, ამბობენ, რომ დასახელებული თანხა, 550 დოლარი, ბინების შესაძენად საკმარისი არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი