მეტროში შშმ პირზე ძალადობის საქმეზე დაკავებული 2 პოლიციელის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი 14:30 საათზეა ჩანიშნული. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ნუგზარ იგივე ნუკრი ბაქრაძეს გამოძიება, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, მის მეწყვილე კახაბერ ბაკაშვილს კი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

დაკავებული პოლიციელებისთვის გენერალური პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები 25 იანვარს დააკავეს. 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი