ზუგდიდში ქალზე ძალადობისთვის დაკავებული პოლიციელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია - საქმეზე გამოკითხვები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში ქალზე მოძალადე პოლიციელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ჯერჯერობით უცნობია, როგორია მისი პოზიცია.

მოძალადე პოლიციელის საქმეზე კი გამოკითხვები გრძელდება, პროკურატურაში დღეს "დროას" წევრი დაიბარეს, რომელმაც ძალადობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა. მარიამ სიჭინავა არ აპირებს გამოძიებისთვის იმ პირის დასახელებას, ვინც ვიდეო მიაწოდა.

"პროკურატურიდან დამირეკა გამომძიებელმა, მას გარკვევით ვუთხარი, რომ მე არ ვაპირებდი მათთვის წყაროს დასახელებას და მხოლოდ ამ პირობით მივიდოდი გამოკითხვაზე. პასუხად მივიღე, რომ მათ ზუსტად აინტერესებდათ ვინ იყო წყარო. 

მე ვგრძნობ ჩემ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ადამიანის წინაშე, რომელმაც მომაწოდა ვიდეო, ეს ადამიანი არის ძალიან შეშინებული, ის გრძნობს საფრთხეს, რომ მასზე შეიძლება განხორციელდეს ფსიქოლოგიური ძალადობა და მისი რომელიმე წევრი იქნეს სამსახურიდან გათავისუფლებული, ამიტომ მე არ ვაპირებ წყაროს დასახელებას", - ამბობს მარიამ სიჭინავა.

 "მთავარის" ინფორმაციით, მოძალადე სამართალდამცავი გიორგი ბიგვავაა. პროკურატურას მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი