"მთავარს" არ ვეწერები ცალკე - მათიკაშვილი კითხვებს არ პასუხობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი არ პასუხობს "მთავარი არხის" კითხვას, რატომ ამოიღო მმართველმა გუნდა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტიდან რუსეთის აგრესიის შესახებ ჩანაწერი. მან ჟურნალისტს უთხრა, რომ ცალკე არ ჩაეწერება.

"ცალკე არ გეწერებით და იცით თქვენ ამის შესახებ და რატომ მისვამთ მაინც კითხვას, ხომ იცით, რომ არ გეწერებით. "მთავარს" არ ვეწერები ცალკე", - თქვა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია და "ქართული ოცნება" უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიცია ამბობს, რომ მიზეზი ტექსტიდან რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერის არარსებობაა. "ოცნებამ" საკუთარი რეზოლუციის პროექტი პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ის "დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი