მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, წაშლილ კადრებს და მორიგ მიმართვას ავრცელებს:
"სუს-მა აღიარა, რომ წაშალა გორის ძალადობის ჩანაწერები. აი ასე უბრალოდ თქვა, რომ მოუნდა და ჩაიდინა დანაშაული. მე არ ვაპირებ გაჩერებას და ვაპირებ ბრძოლას არა ჩემთვის, არამედ ჩვენთვის, თქვენთვის. თქვენ რას აპირებთ?" ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
შეგახსენებთ, წაშლილი კადრების ფიგურანტად დავით ღონიაშვილი სახელდება. მისი ჩვენებიდან ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილის ძალადობით ეტაპირების მცდელობის კადრები სწორედ მან წაშალა. ღონიაშვილი კითხვებს არ პასუხობს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების თქმით, ღონიაშვილი რეალურად სუს-ის მიერ ჩანერგილი ე.წ. ოდეერია ჰოსპიტალში.