
„რესპუბლიკური პარტია“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ პარტია „დროას“ მიერ უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ მომზადებულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ.
"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, დოკუმენტში გათვალისწინებულია ყველა ის მკაფიო ფორმულირება, რომელსაც ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობის დროს ითხოვდა.
„სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის პაატა მანჯგალაძის თქმით კი, დოკუმენტის შინაარსი ზუსტად ასახავს რეალობას.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" დოკუმენტში, რუსეთი ნახსენები საერთოდ არაა.
იხილეთ ასევე: